მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მსოფლიო მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

„როიტერსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ 21 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გამოცემის ცნობით, ექიმი, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პაციენტის სანახავად გადავიდა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.