სიგარეტი ისევ გაძვირდა- სარეალიზაციო ობიექტებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი თვენახევარში უკვე მეორედ გაძვირდა. პროდუქციის ფასი 20 თეთრით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ფასის ზრდა უახლოეს მომავალში ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.
ცნობისთვის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა.









