სირიაში ამერიკელების ყოფილი სამხედრო ბაზა, რუსულმა სამხედროებმა დაიკავეს

სირიაში ამერიკელების ყოფილი სამხედრო ბაზა, რუსულმა სამხედრო პოლიციამ დაიკავა. რუსული სამხედრო ტექნიკა ბაზის დასახლებულ პუნქტ ტელ-სამინის ტერიტორიაზე შევიდა.

შესაბამისად, უახლოეს დროში,ტელ-სამინის რაიონში პატრულირებას სწორედ რუსეთის სამხედრო პოლიცია დაიწყებს.

საყრდენი პუნქტი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონში, გზების გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქ რაქას ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებთან აკავშირებს. ამერიკელმა სამხედროებმა სამხედრო ბაზა რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

სირიის ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებაზე, რუსეთი და თურქეთი 22 ოქტომბერს შეთანხმდნენ.