გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისში ,4 ქუჩაზე, შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად ,სანიაღვრე სისტემაც ეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არინი“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება მილიონ სამასი ათას ლარზე მეტს შეადგენს. ტერიტორია, რომელზეც გზის მოწყობაა დაგეგმილი, სამ კილომეტრზე მეტი სიგრძისაა.
დღეს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი გარდაბნის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდა.
რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით ,სოფელ კუმისის მოსახლეობა შიდა გზებზე ასფალტის საფარის დაგებას წლების განმავლობაში ითხოვდა. მისი თქმით, პროექტის განხორციელება სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით ,რეაბილიტაციის პროცესი 25 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.









