დღეს რუსთავში კიდევ ერთი ახლადრეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა .
ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ , ე.წ „ჩიკაგოს“ სკვერის გახსნის ცერემონიას რუსთავის თვითთმართველობის პირველი პირები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, სკვერში ამფითეატრი, დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, სარწყავი სისტემა, მინი სპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე მოეწყო. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული ურნები და სკამები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,არბა’’ ახორციელებდა, ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციისთვის 900.000 ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული.