შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ჯვრის უღელტეხილთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რაც შეეხება სხვა სახის ავტოტრანსპორტის, მათი მოძრაობა ნებადართულია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს დაემორჩილონ და საგზაო მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვან.