სოფელ შავშებთან, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მამა და მისი 20 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა.
დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მას მძიმე ტრამვები აქვს და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი იდენტიფიცირებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 278 მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს.