ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, მეველის ქუჩაზე მოხდა. დაიღუპა 23 წლის ახალგაზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზა და დაკავებული ჯერ-ჯერობით არავინ არი არის.