ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. tv4-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ამოტრიალდა “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავტოსაგზაო მოძრაობა გარკვეული დროით მონაკვეთზე შეფერხებული იყო.
tv4-ს ფოტო მოქალაქემ მიაწოდა.