ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭყონდიდელის დასახლებაში. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა. 
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “რუსთავში ” და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია