ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე. ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ორი მამაკაცი, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს და მგზავრს, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ორი ან 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.