“ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა”-პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე

საქართველოს პრეზიდენტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ბევრი რამ არის შესაცვლელი.

“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა”, — წერს პრეზიდენტი ფეისბუქზე.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმეში საია   მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. ახალგაზრდა იურისტები სირაძეების ოჯახის ინტერესებს წარმოადგენენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი პირის დანაშაული არ იკვეთება და აუცილებელია ყველა მონაწილე პირი უმკაცრესად დაისაჯოს. საია ინსპექტორის სამსახურს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“მხოლოდ ერთი პირი არ არის ამ საქმეში, ვინც შესაძლოა იყოს შემხებლობაში, ჩვენ გვინდა, რომ ყველამ აგოს პასუხი, გამოძიება არ იქნება მარტივი და ეს არ არის იოლი საქმე, თუმცა ჩვენ სწორედ იმისთვის გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,”- განაცხადა საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.