“ამ ცხოვრების დედაც”, “ეს ქვეყანა კლავს”-წარწერები ქალაქში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.
“ქალაქის იერსახე დავამახინჯეთ,გვაპატიეთ…ისიც გვაპატიეთ,რომ ხვალ ბაღებში და სკოლებში მიმავალი ბავშვებისთვის მოგიწევთ ამ წარწერის შინაარსის ახსნა”- წერს ერთ-ერთი აქტივისტი სოციალურ ქსელში.
სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს მომხდარი თბილისში. აქტივისტები გუშინ შსს-სთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერების ე.წ. “პულივიზატორებით” დაწერის შემდეგ, ერთგვარი ჯაჭვი სამანქანო სავალი გზის გასწვრივ, შსს-ს შენობის წინ გააკეთეს.
აქციის მონაწილეებმა ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები: “ამ ცხოვრების დედაც!”, “ამ სისტემის დედაც”, “ამ რეჟიმის დედაც!”, “ნუ მომკლავ”, არ მომკლა”, “აბა დამიჭირე თუ შეგიძლია” , “სისტემა კლავს” და ა.შ. გააკეთეს.
აქცია დღეს დილითაც იგეგმება. აქტივისტების ცნობით,აქციის მონაწილეთა ნაწილი კანცელარიასთან, ნაწილი პროკურატურასთან, სხვები კი სხვადასხვა უწყებებთან გადანაწილდებიან და წარწერებს გააკეთებენ.














