ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ტყეში არსებულ ხანძარზე 5 ზონიდან 4 ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ადგილზე დარჩებიან და ქრობით სამუშაოებს გააგრძელებენ.
„ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ტყეში არსებულ ხანძარზე 5 ზონიდან 4 ლიკვიდირებულია, ერთი ზონა კი ლოკალიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ადგილზე დარჩებიან და ქრობით სამუშაოებს გააგრძელებენ. გათენებისთანავე ხანძრის ქრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, მოხდება მეხანძრე-მაშველების როტაცია და ადგილზე დაახლოებით, 60 მეხანძრე-მაშველი გააგრძელებს მუშაობას“,-განაცხადეს შს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.