აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა განიხილეს

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის, რიგით №21 სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი მათგანი №8 საჯარო სკოლისთვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებას ეხებოდა.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს , აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი,2020 წლის პროგრამა, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენელმა, ია მირიანაშვილმა წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, პროგრამის დაფინანსება მიმდინარე  წლისგან განსხვავებით,2020 წელს  310 ლარით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა  100 ბენეფიციარზეა გათვლილი  და მასში  2- დან 15 წლამდე ბენეფიციარები ჩაერთვებიან.

პროგრამა თვის განმავლობაში 10 სეანსს მოიცავს. ერთ ბენეფიციარზე წელიწადში 2 310 ლარია გათვალისწინებული,  ხოლო ჯამში 100 ბენეფიციარზე 231 000 ლარი იქნება განსაზღვრული.

სხდომაზე ,კომისიის წევრებმა პროგრამის პოტენციურ მოსარგებლეთა  შერჩევის წესი და კრიტერიუმებიც განიხილეს. პროგრამით სარგებლობისთვის მშობელმა თვითმმართველ ორგანოში  ფორმაასი და ასევე ბავშვის დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. მშობელმა  განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობას მიმდინარე თვეში უნდა მიმართოს,რადგან როგორც ცნობილი გახდა ,პროგრამაში ჩართვა განაცხადის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ მოხდება.

პროგრამის მიზანია, ბავშვების სხვადასხვა დღის ცენტრებში გადანაწილება, რათა სამომომავლოდ  მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია  შემეცნებითი გავითარება, თვითმოვლის კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა მოხდეს.

აღსანიშნავია რომ, 2020 წლის პროგრამის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან  ოცდაცხრამეტი ათასი ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი.

ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხები შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.