ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

პარტიის დამფუძნებლები ასევე „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები არიან.

პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს და მისი ლიდერები ახალ პოლიტიკურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ წევრიანდებიან.

ახალი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ბლოკების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს, იმას რომ გაერთიანება იდეის გარშემო დროებითი არ არის.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, მათი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის დაკომპლექტება იქნება.