ახალ ორლეანში სროლის დროს 11 ადამიანი დაიჭრა

ახალ ორლეანში სროლის დროს 11 ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი ქალაქის ფრანგულ კვარტალში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილის დაკავება დანაშაულის ადგილზევე შეძლეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ადგილი პოლიციას აქვს გადაკეტილი.

ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი რაოდენობით ტურისტი მადლიერების დღეს ჩადის.