ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სავარაუდოდ, პოლიციელი ყელშია დაჭრილი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული ადგილზე დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. ამ ეტაპზე ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე პოლიცია მუშაობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.