ბაიკერებმა რუსთავის ბავშვთა თავშესაფარ “კარიტასს” ახალი წელი მიულოცეს

რუსთავის მოტოკლუბი ,,GHOSTS OF ROAD” რუსთავის ბავშვთა თავშესაფარს, “კარიტასს”, ეწვია. საქველმოქმედო აქციას, რომელიც რუსთავის მოტოკლუბ ,GHOSTS OF ROAD-ის” ინიციატივით განხორციელდა, წელს თბილისის კლუბი “freedom knights”  შეუერთდა.

მოტოციკლეტის კოლონამ მსვლელობა მერიის წინ, ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და ბავშთა თავშესაფარ ,,კარიტასში ” დაასრულა. 

თავშესაფარში მოტოკლუბის წევრებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგეს, სპეციალურად მოწვეულმა სანტა კლაუსმა კი პატარებთან ერთად სიმღერისა და ცეკვის სადღესასწაულო ნომრები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც პროფესიონალი ბაიკერები, თავისუფალი რაიდერები და მოტო მოყვარულები წინასაახალწლოდ ბავშვთა თავშესაფარს სტუმრობენ. საქართველოს მასშტაბით მოტო კლუბებმა საახალწლო მსვლელობა და საქველმოქმედო აქცია სხვადსხვა ქალაქებშიც გამართეს.