ბერლინში ,საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი აღკვეთეს

გერმანელმა სამართალდამცავებმა ბერლინში, ბრაიტშაიდპლაცის მოედანზე, საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი აღკვეთეს.

უცხოური მედიის ცნობით,პოლიციელებმა ტერიტორიაზე ორი საეჭვო პირი შენიშნეს. საბუთების შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ ორივე სირიელი იყო. ერთ-ერთ მათგანს კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“. მეორე მათგანზე კი აშშ-ის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული ასაფეთქებელ მოწყობილობასთან უკანონო მოპყრობის ბრალდებით. პოლიციამ ორივე ეჭვმიტანილი დააკავა.

ბერლინის პოლიციამ საეჭვო ნივთიც აღმოაჩინა, რომელიც შესაძლოა, ამ პირებს დაეტოვებინათ. სავარაუდოდ, ეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

სპეცოპერაციაში 350 ძალოვანი მონაწილეობდა.