ბექა ქავთარაძემ რუსთავის “რუსთავი” დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი „საბურთალოში“ ითამაშებს. “საბურთალოსთან” ფეხბურთელმა ერთ წლიანი კონტრაქტი უკვე დადო.
20 წლის ფლანგის თავდამსხმელი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. გუნდი 2018 წელს უცხოეთში წასვლის იმედად დატოვა, მაგრამ ბოლო ორი სეზონი „რუსთავში“ გაატარა. დასრულებულ სეზონში გუნდი ლიგა2-ში დაქვეითა და ქავთარაძემ დაბალ ლიგაში თამაში არ ისურვა. 2019 წელს, „რუსთავში“ ჩატარებულ 22 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ბექა ქავთარაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ევროშესარჩევ ციკლში 5 შეხვედრა ჩაატარა (1 გოლი).