ქვემო ქართლში 30 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 30 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 254,63 გრამი ნაკეთობები და  54 ცალი ბრილიანტის  თვალი გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.