ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა

ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი შემთხვევა რუსთავში -ლეონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში შემავალ საჰაერო მილს,გაჟონვის შედეგად  ,ცეცხლი გაუჩნდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის მილს ცეცხლი ეკიდა, რის გამოც  ,ცეცხლის გავრცელების შეეშინდათ და  სახანძრო სამაშველო სამსახური ამ მიზეზით, გამოიძახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპარტულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ  ასევე  “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები.  კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.