სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი “გავიგუდეთ” ქალაქში ,დავით გარეჯის ქუჩაზე, ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აპროტესტებს. “გავიგუდეთ” წევრებმა რუსთავის მერიის წინ წარწერა “შეაჩერე უკანონო მშენებლობა ;გავიგუდეთ,ხო გაიგეთ” განათავსეს და ამ პერფორმანსით, ქალაქში მორიგი ქარხნის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც “გავიგუდეთ” წევრები ამბობენ, საწარმოს მშენებლობა დაიწყო , თუმცა კანონი დაცული არ არის.
მათივე ცნობით, მორიგი ქარხნის მშენებლობას არ დაუშვებენ.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა,რომ რუსთავში ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდებოდა. სათათბირო ორგანოს დეპუტატებმა, დავით გარეჯის ქუჩაზე შპს „ეკო ოილისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ მისასვლელი გზის სარგებლობის უფლების მიცემის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.