საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბნის “თბოსადგური2”-ის მშენებლობა დაასრულა. სადგური ელექტროენერგიას საცდელი გაშვების რეჟიმში საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას უკვე აწვდის.
კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 180 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და 2020 წლის ზამთრის სეზონისათვის სრული მოცულობით იმუშავებს.