გარდაბანში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ე.წ კარმის ტიპის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევა სოფელ სააკაძეში მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში tv4-ს განუცხადეს, აფეთქება დაახლოებით, დილის 09:00 საათზე მოხდა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. დამწვარია 30 კვ.მ ფართობი.
შემთხვევის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა,რომელმაც მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული მამაკაცი გამარჯვების სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. tv4-ის ინფორმაციით, ოჯახმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობელის შესახებ ,შესაბამისი სამსახურისგან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო.
დეტალებისთვის tv4 კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზს” დაუკავშირდა,თუმცა კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ,რომ ცხელ ხაზზე ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. კომპანიაში ამბობენ,რომ ინფორმაცია tv4-ისგან მიიღეს და ადგილზე სამუშაო ჯგუფი გაიგზავნება.