გარდაბანში წინასაახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა(+ფოტო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინა საახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

საახალწლო ნობათი  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა ,რამაზ ბუდაღაშვილმა  და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- რაფი ორუჯოვმა  ქ.გარდაბანში მცხოვრებ, 1000 ქულაზე ნაკლები რეიტინგის მქონე ოჯახებს პირადად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, წინა საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათს და ტკბილეულს ყოველწლიურად გადასცემს.