ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ

გარდაბანში ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში tv4-ს ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, მამაკაცებს დაახლოებით ერთი საათია ეძებენ. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.