გარდაბნის მუნიციპალიტეტი წელს სკოლამდელი აღზრდის ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს. საჩუქრები გარდაბნის 3 208 აღსაზრდელს გადაეცემა.
დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის N2 ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პატარებმა ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი დაესწრო.
მერმა პატარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.