გარდაბნის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
საახალწლო ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ბეთლემმა” “მრავალჟამიერი” შეასრულა. ღონისძიებაზე საახალწლო განწყობის შესაქმნელად თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავდნენ, ადგილობრივმა მომღერალთა ჯგუფებმა კი საახალწლო სიმღერები შეასრულეს.
სადღესასწაულო ღონისძიებას გარდაბნის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მერმა მუნიციპალიტეტის მცხოვრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.