გრან პრის ფინალზე ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ტურინში გრან პრის ფინალში ქართველმა მოციგურავეთა წყვილმა, მარია კოზაკოვამ და გიორგი რევიამ, ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოციგურავეებმა მეორე და მესამე ადგილზე გასული ამერიკელი და რუსი წყვილი დაამარცხეს და პირველობა მოიპოვეს.

აღსანიშნავია. რომ გრან პრის ფინალი მნიშვნელობით თითქმის მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება და მასში მსოფლიოს საუკეთესო ექვსი დუეტი მონაწილეობს. გრან პრის ფინალზე ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.