გრიპის ვირუსი-არის თუ არა გადატვირთულობის პრობლემა რუსთავის კლინიკებში ?!

საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში გრიპის ვირუსისა და სხვადასხვა ინფექციის გამო, კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემაა.  სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა დიდი რაოდენობით მიმართვიანობა შეინიშნება.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში  tv4-ს განუცხადეს   მიმართვიანობა გაზრდილია რუსთავში,თუმცა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემა არ ფიქსირდება.

ცენტრში აცხადებენ,რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა დაბალია  და ეპიდემიოლოგიურ ზღვარს არ აღწევს.

დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ ზამთრის სეზონს უკავშირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.