დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოში ვითარება დაძაბულია.  მოძრაობა “შეცვალეს” წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ-ერთ კაბინეტში კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც აქტივისტებს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დაცვის წარმომადგენლებმა საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.