შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირი რ. მ. დააკავეს. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ინფორმაციით, რომელსაც დაკავებულის უფლებადამცველი ავრცელებს, ბერი დანაშაულს აღიარებს.