ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. წირვა ლოცვა მეუფე იოანემ აღავლინა.

მრევლთან ერთად წირვა-ლოცვას ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო.

საქართველოში წამოსვლამდე ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.

მის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

შეგახსენებთ ,მეუფე იოანე, სინოდის გადაწყვეტილებით,ამჟამად ქუთაისის ეპარქიას ხელმძღვანელობს.