ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, გზაჯვარედინიდან გამომავალი „ნისანის“ მარკის ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრავ „მერსედესს“ დაეჯახა, რის შედეგადაც „მერსედესი“ დატრიალდა და სამ ავტომობილი დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით , გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.