ერთმანეთს 69 მანქანა შეეჯახა-დაშავებულია 51 ადამიანი (+ფოტო)

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა.

ვირჯინიის პოლიციის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7:51 საათზე, ხიდზე მოხდა.

შემთხვევის დროს ავტომაგისტრალი მოყინული, ნისლის გამო ,კი ხილვადობა შემცირებული იყო.