აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფება, რომელშიც კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ბერაია შედიან. ისინი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს შეხვდნენ.
ტვაინინგმა შეხვედრა დატოვა და ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოხატა:
“ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას IRI. საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და IRI-ს სურს ამის მხარდაჭერა.” -განაცხადა მან’