ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩაერთნენ

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის პატრიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა ,,ცხელი ხაზის’’ მეშვეობით. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუსში.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.