ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით, აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას საკითხის მალე გადაწყვეტის იმედი აქვს.