წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, ერთადერთი დეპუტატია ,რომელმაც შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატის განმარტებით,გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო,რომ თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.
„8 კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის არიან: ვასაძე, მიქაუტაძე, სხირტლაძე, ფაფიაშვილი ვაჩაძე და ა.შ. ჩემი გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ექიმი ვარ. თადუმაძეს მხარი არ დავუჭირე იმიტომ, რომ ჩემში დარჩა კითხვა დიპლომთან დაკავშირებით. პიროვნულად ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მაგრამ მხარი ვერ დავუჭირე, დიდი სურვილი მქონდა“, – განაცხადა წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ,უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცების შემდეგ.