თავდასხმა ნიუ-იორკში-5 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

ნიუ იორკში მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა, ხანუქას ებრაული დღესასწაულის აღნიშვნისას,რაბინის სახლში ხუთი ადამიანი დაჭრა.

უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი ეკეთა, მამაკაცი რაბინის სახლში შეიჭრა, თავდასხმის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგაში ცდილობდა შეღწევას, თუმცა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელის ავტომობილი ნიუ იორკის ჰარლემის უბანში აღმოაჩინა.