თამბაქოს ყველაზე ხშირად მომხმარებელი ქვეყნებიდან საქართველო მე–6 ადგილს იკავებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თამბაქოს ყველაზე მეტად მომხმარებელი 20 ქვეყნიდან საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლით 20 ქვეყნიდან მე-6 ადგილს იკავებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოსახლეობის 57.7% მოიხმარს.

მიუხედავად იმისა,რომ თამბაქოს ნაწარმზე ქვეყანაში არაერთი რეგულაცია გატარდა და თამბაქოს ფასი მნიშვნელოვნად გაძვირდა. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო თამბაქოს მოხმარების კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციაზეა.