თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სატვირთო ტრაილერს შეეჯახა

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 22 ადამიანი.

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ჯერ-ჯერობით არ არის დადასტურებული, დაღუპულის ვინაობა.