თბილისის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის “დინამო” გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში “ვიტ-ჯორჯიას” 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის “დინამო” თბილისის “ლოკომოტივთან”  ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. ჯამში თბილისის “დინამომ” 75 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა, ხოლო ბათუმის “დინამომ” 71 და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. მე-3 ადგილზე “საბურთალოს” გუნდი გავიდა, ხოლო თასის ფინალზე თბილისის “ლოკომოტივმა” მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

პლეი ოფში კი „რუსთავი“ „თელავს“ შეხვდება, ხოლო ბოლნისის „სიონი“  „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. ეროვნულ ლიგას „ვიტ ჯორჯია“ დატოვებს.