თბილისში, ევროსაბჭოს თავჯდომარეობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, დღეს „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ, შეხვედრაზე ასევე იმყოფება „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მათ მხარდამჭერები,სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლები დაიწყეს. მოედანზე ღონისძიება ოფიციალურად 4 საათზე დაიწყო. ღონისძიება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით იმართება. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკღონისძიება “ქართული ოცნების”ონფერენციაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.