თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ მან ხელმეორედ, კუსტარულად დააერთა. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.