ციხის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა tv4-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც თეა წულუკიანის აცხადებს, ტენდერი მშენებლობის დაწყებაზე,სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება.

მისივე ცნობით, საქართველოში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მსგავსი ციხე ამ დრომდე არ აშენებულა, პროექტი არასტანდარტული მეთოდით შედგა და ის ადამიანის რეაბილიტაციაზე იქნება მორგებული. მინისტრი “ტვ4-თან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ციხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ციხის ინფრასტრუქტურა ადამიანის უფლებებზე იქნება მორგებული.