ვანის ტბაში ნავი ჩაიძირა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამაშველო სამსახურმა 64 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
როგორც Daily Sabah იუწყება, ნავში მყოფი მიგრანტები თურქეთის საზღვარს უკანონოდ კვეთენ და ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. ვანის პროვინცია, რომელიც ირანს ესაზღვრება, ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ზონაა.
მათივე ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე 441 532 მიგრანტია დაფიქსირებული, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ომსა და რეპრესიებს არალეგალური გზით გამოექცნენ.