ილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ავრცელებს.

“დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო”, – წერს მეუფე იაკობი სოციალურ ქსელში.

შეხვედრას ასევე, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და მოჭიდავეები ესწრებოდნენ.